1784020802
დღეს კურნების დღეა - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ
მართლმადიდებელი ეკლესია უვერცხლო მკურნალებისა და სასწაულმოქმედების, კოზმას და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღე წელიწადში რამდენჯერმე, რამდენიმე წყვილი წმინდანის სახით იხსენიება.
1 (14) ივლისს - რომაელ უვერცხლოებს,
1 (14) ნოემბერს - აზიელ (ასურელ) უვერცხლოებსა და დედა მათს, ღირს თეოდოტიას,
17 (30) ოქტომბერს - არაბეთის უვერცხლო მკურნალებს.
მათი ხსენების დღეს მორწმუნეები ლოცულობენ სულიერი და ხორციელ სნეულებათა განსაკურნებლად.
ტროპარი (ტროპარი)
წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთ-მოქმედნო, კოზმა და დამიანე, მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩუენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუენ. [1]
ლოცვა
„ო, დიდებულნო ქრისტეს წმიდანნო, უვერცხლონო მკურნალნო და საკვირველთმოქმედნო, კოზმა და დამიანე! ისმინეთ ვედრებაჲ ჩუენი (სახელი) და შემწე მექმენით მე ცხორებასა შინა. ვითარცა-იგი უსასყიდლოდ კურნებდით სნეულთა და სულითა და ხორცითა უძლურთა, ეგრეცა მე განმკურნენ სულისა და ხორცისა ჩემისა სენნი.მოხედეთ ჩუენზე, რომელნი სიმდაბლით ვხრით მუხლთა წმიდისა ხატისა თქვენისათა და გევედრებით: მოგვანიჭეთ ჯანმრთელობაჲ, სულიერი სიმშვიდეჲ და კეთილად სლვაჲ მცნებათა უფლისათა. დაგვიფარენით ჩუენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან და ყოვლისა ჭირისა და განსაცდელისაგან.ევედრეთ კაცთმოყვარესა ღმერთსა, რათა დაგვიცვას ჩუენ ცოდვათაგან და ღირს-გვყოს სასუფეველსა თვისსა, სადა-იგი არა არს სნეული, არცა მწუხარებაჲ, არცა სულთქუმაჲ, არამედ ცხორებაჲ დაუსრულებელი, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.“










