Exclusive: „მთელი ცხოვრების ოცნება ავიხდინე“ - რა ცვლილებები შეიტანა გარეგნობაში რუსკა მაყაშვილმა

რუსკა მაყაშვილი

პოზიტიურმა ტელეწამყვანმა, რუსკა მაყაშვილმა გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა, მუქი თმის ფერიდან ღიაზე გადავიდა. რუსკას გულშემატკივრები მისგან რადიკალურ ცვლილებებს შეჩვეულები არ არიან.. როგორც თავად ამბობს, გარეგნობაში დეტალების შეცვლა არ უყვარს და ერიდება ხოლმე. 

რატომ მიიღო მსახიობმა ეს გადაწყვეტილება და როგორ მიიღეს გარშემომყოფებმა ახალი იმიჯით - ამაზე რუსკა მაყაშვილი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

რუსკა მაყაშვილი: მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან ჩემი საყვარელი პერსონაჟი პეპი გრძელიწინდაა. თეატრალურშიც, მისაღებ გამოცდაზე პეპი გრძელიწინდადან წავიკითხე პროზა. მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ ეს თმის ფერი მქონოდა - რიჟა. 35 წლის ასაკში მთელი ცხოვრების ოცნება ავიხდინე.

ვერ ვრისკავდი, ძალიან მიჭირს ცვლილებები.. წელს ჩემმა მეგობარმა ოდნავ ღია ფერზე, შოკოლადის ფერზე შეიღებეო, ამ შოკოლადისფერს გაღიავება დასჭირდა. რომ გავიღიავე, ვიფიქრე, ბარემ ხომ არ შევიღებო, ოცნება ავიხდინო თქო, 24-საათიანი ფიქრის შემდეგ ოცნება ავიხდინე.

- სოცქსელის აქტივობით ირკვევა, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში უკვე გამოჩნდი. როგორია რეაქციები?

უცხო ადამიანები მაჩერებენ და გამარჯობის ნაცვლად მეუბნებიან, რომ ძალიან იხდება, ისე მიხარია. ძალიან ბევრი მწერს, აქამდე სად იყავიო.

- ოჯახის წევრები რას გეუბნებიან?

- ყველას ძალიან მოეწონა. ყველაზე მნიშვნელოვანი, სანდროს (მეუღლეს) არასდროს არაფერი მოსწონს, ასევე დედაჩემს და მოეწონათ. გადავწყვიტე, რომ ეს ზაფხული ასე ვიყო და შემდეგ ჩემს ფერს დავუბრუნდები. ჯერჯერობით, ძალიან ბედნიერი ვარ და ვნახოთ, როგორ შევეგუები.