ელექტრო სკუტერით ავარიაში მოყოლილი 12 წლის ბიჭი, საავადმყოფოში გარდაიცვალა

პოლიცია და სასწრაფო

დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდგომ  იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი მცირეწლოვანი საბა ჯაგოდნიშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც ელექტროსკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა.

საბა  წინ იდგა და უფრო მძიმედ დაშავდა, ვიდრე მისი მეგობარი.