ე.წ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება შედის - კიდევ რა დანაშაულების შემთხვევაში გამკაცრდება კანონი

ჰაკერები (1)

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. პროექტი მმართველმა გუნდმა მოამზადა, რომელსაც პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. განზრახ მკვლელობისთვის პატიმრობის ვადად 10 წელი განისაზღვრება. იგივე დანაშაული დამამძიმებელ გარემოებებში კი, 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. სისხლის სამართლის კოდექსში ასევე ცვლილება შედის ე.წ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც.

,,ე.წ. ფარული მოსმენების ვადები დაკონკრეტდება, ანუ აღარ იქნება ინტერპრეტირების ბევრი საშუალება. შემოდის ევროპის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლოს მაღალი სტანდარტი, ეს გახლავთ ის, რომ სასამართლო კონტროლი იქნება ამ ვადებზე დაწესებული. ასევე, გარკვეული ტიპის მკველელობებთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება, რასაც მათ შორის ოპოზიციაც უჭერს ამას მხარს“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.