1774992683
„ეს პროდუქტი საჭმელი ან კანფეტი არ გეგონოს“ - ზაზა თელია მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს
ომეგა 3 ის პროდუქტია, რომლის დანამატის სახით მიღება, ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა არამარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გთავაზობთ დერმატოლოგი ზაზა თელია განმარტებას იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ბიოლოგიური ეფექტი, ომეგა 3-ის დანამატის სახით მიღებას?
„ყველაფერი დაიწყო ესკიმოსებიდან...“
II მსოფლიო ომის შემდგომ, ესკიმოსების პოპულაციაზე დაკვირვების შედეგად გრენლანდიასა და ალასკაზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევალენტობა (ავადობა) ძალიან დაბალი იყო. ისინი რა თქმა უნდა მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით თევზეულს და სელაპის ხორცს.
მას შემდეგ წლების განმავლობაში მრავალი კვლევა გამოქვეყნდა რომელიც ასკვნიდა, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებს აქვს უნარი მოახდინოს გავლენა ჯანმრთელობაზე, დაავადებების მიმდინარეობაზე, ასევე შეუძლია პრევენციის მოხდენა ისეთი დაავადებების განვითარებისასა როგორებიცაა:
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
• ჰიპერლიპიდემია
• ტიპი 2 დიაბეტი
• სხვადასხვა სიმსივნეები
• მენტალური პრობლემები
• ალცჰაიმერის დაავადება
• დეპრესია და შფოთი
• გულის უკმარისობა
• ხერხემლის დისკის პრობლემები
• ყურადღების დეფიციტის დარღვევა
• მენოპაუზა
• რევმატოიდული ართრიტი
• ასთმა
• პერიოდონტიტი
• ეპილეფსია
• ქიმიოთერაპიის მიმართ ტოლერანტობა
• პრემენსტრუალური სინდრომი
• ღვიძლის არა-ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება...
ეს იყო კვლევები, რომლებიც სწავლობდნენ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები ასოციაციას ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მოხმარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა კავშირს...
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა პლაცებო-კონტროლირებადმა კვლევებმა, ასევე ჩვენამდე მოაღწია ამ კვლევების მეტა-ანალიზმა,” - წერს ზაზა თელია.
ექიმი დერმატოლოგი რამდენიმე კონკრეტულ კვლევას ასახელებს, რომლებმაც ხანგრძლივი დაკვირვების მიუხედავად, ომეგა3 -ის დადებითი ეფექტი სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის დეპრესიისა და შფოთვის, ასევე დემენციის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით ვერ აღმოაჩინა.
ექიმი ასევე საუბრობს კვლევებზე, რომლებიც ამ პროდუქტის გვერდით ეფექტებს ადასტურებენ.
„ეს პროდუქტი საჭმელი ან კანფეტი არ გეგონოს“.
ჩვენამდე მოაღწია კვლევამ, რომლის მიხედვითაც, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კონკრეტული დოზირების მიღების შემთხვევაში, იზრდება წინაგულთა ფიბრილაციის რისკი.
2019 წელს ომეგა-3 გლობალურმა გაყიდვამ შეადგინა $4.1 მილიარდი. ეს მაჩვენებელი გაორმაგდა 2025 წლისთვის.
რატომ? ალბათ იმიტომ რომ მოსახლეობას დედამიწაზე ძლიერ სჯერა რომ ის სასარგებლოა...
მაგრამ წინაგულთა ფიბრილაციის რისკი ვის ანაღვლებს, D ვიტამინის არ იყოს. სუპერმენი კი სამწუხაროდ არ არსებობს,” - წერს ზაზა თელია.
პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1774985021
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1774987813











