წყალი 17 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1779392171
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აშოტ სმბატიანს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო დამეგობრებულ ქალაქებს - ქუთაისსა და გიუმრის - შორის ურთიერთობის უფრო აქტიურ და ეფექტურ ეტაპზე გადასვლის საკითხს, განსაკუთრებით, განათლებისა და კულტურის სფეროების მიმართულებით.