ეს "გიჟი ჯა­ფა­რა“ ცდი­ლობს, რომ იმი­ჯი შე­იქ­მნას ვი­თომ რა­დი­კა­ლის და ვი­თომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის - ირაკლი ზარქუა

ზარქუა-ჯაფარა

"ეს "გიჟი ჯა­ფა­რა“ ცდი­ლობს, რომ იმი­ჯი შე­იქ­მნას ვი­თომ რა­დი­კა­ლის და ვი­თომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის", - ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ზარქუა გამოეხმაურა "გირ­ჩი-მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის“ ლი­დე­რის, ზურა ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თანახმად, ის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს აა­ნონ­სებს და დაუმორჩილებლობის მსურველ ადამიანებს კრებს.

"გიჟ ჯა­ფა­რას“ ვე­ძა­ხი, თვი­თო­ნაც ასე ეძა­ხი­ან, აი პარ­ლა­მენტს რომ ზო­მავს, 200 კაცი შე­ე­ტე­ვა თუ არა, თქვენ ეს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლო­ბა გგო­ნი­ათ? ეს "გიჟი ჯა­ფა­რა“ თქვენს ხარ­ჯზე ცდი­ლობს, რომ იმი­ჯი შე­იქ­მნას ვი­თომ რა­დი­კა­ლის და ვი­თომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რის. რო­გორც 20 ივ­ნისს, რო­მე­ლიც იყო ტრა­გე­დია ჩვენ­თვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რაც იქ მოხ­და. აი ასე შე­გა­ტო­ვებთ ახალ­გაზ­რდებს თუ ვინ­მემ რამე გა­ბე­და, იქ იქ­ნე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა და შემ­დგომ თვი­თონ ბუჩ­ქებ­ში მი­ი­მა­ლე­ბი­ან რო­გორც ეს გა­ა­კე­თეს. ნუ აჰ­ყვე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ას, ამ ქვე­ყა­ნას და­ძა­ბუ­ლო­ბა არ სჭირ­დე­ბა მე­გობ­რე­ბო, ამ ქვე­ყა­ნას ჭირ­დე­ბა ჩარ­თუ­ლო­ბა, ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

მი­სი­ვე თქმით, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის ნაც­ვლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ოპო­ზი­ცი­ას ეპა­ტი­ჟე­ბა, რომ ერ­თად დას­ხდნენ და იმ­სჯე­ლონ 12 პუნ­ქტში არ­სე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

"დღეს ერთ-ერთი კა­ნონპ­რო­ექ­ტი იყო, რომ­ლის­თვი­საც მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტეტს მად­ლო­ბა ვუ­თხრა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე იმ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა გვაქვს, იმ­დე­ნად კარ­გად ვას­რუ­ლებთ იმ პი­რო­ბებს, რაც იყო აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბით, ევ­რო­დი­რექ­ტი­ვე­ბით, რომ დღის წეს­რიგ­ში დად­გა ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­დამ­ხდე­ლო სივ­რცეს მი­ვუ­ერ­თდეთ და ეს იხი­ლე­ბა ნო­ემ­ბერ­ში. 21 კა­ნონ­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა. ეს მა­გა­რია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, მაგ­რამ ამას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს. იქ იყო "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს, კი­თხვა არ გიჩ­ნდე­ბათ? ეს მა­ინც ხომ არ არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი არ­ჩე­ვა? არ აინ­ტე­რე­სებთ, ბო­დი­ში და ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ. მათი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი რა არის იცით? მათ უნ­დათ, რომ რა­მე­ნა­ი­რად ჩაფ­ლავ­დეს კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა. ბო­რელს არ მო­უს­მი­ნეთ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პრე­მი­ერს რა უთხრა? "ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც პო­ზი­ცია ისე ოპო­ზი­ცია ერ­თად დას­ხდეთ“. ჩვენ ვე­პა­ტი­ჟე­ბით, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი ნუ კი მო­ი­გო­ნეს, არა­მედ მო­ვიდ­ნენ კაცო, ვინ უშ­ლით ხელს, რომ წარ­მო­ად­გი­ნონ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბი?“ - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.