ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია.

შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ასევე დაგაინტერესებთ:

მართვის მოწმობის აღებას თუ გეგმავთ, ეს ინფორმაცია ნახეთ

“მილიონი ნახვა და მილიონი მადლობა” - სტეფანე გულშემატკივრებს მიმართავს

VIDEO: „ევაკუირებულია 4 500 მოქალაქე, სტიქიამ კიტონის სანაპირო მთლიანად დაანგრია - დრამატული კადრები