LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება.
სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
„სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის ძირითად გამომწვევ მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა სახელდება. ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ტყის ხანძრების რამდენიმე კერა ფიქსირდება. ცეცხლი ტყის საფარის დაბალ ფენას – ეკალ-ბარდებს უკიდია. ხანძრის კერები თითქმის ყველა რეგიონში ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სამუშაოებში ჩართულები არიან ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის გამო, გამოიწვევს დაჯარიმებას. სამართალდარღვევების აღკვეთის, გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი, უწყვეტი პატრულირების პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დაფიქსირებულ თითოეულ შეტყობინებაზე“, – ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.