LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
ნახეთ და შეადარეთ, რუსეთთან პირდაპირი ვაჭრობა წლების განმავლობაში რამდენი იყო და როგორია დღეს, მიუხედავად იმისა, რომ შემოღებულია სანქციები, პირდაპირი ვაჭრობა აქვთ და რამდენია თანხების ბრუნვა, ამასაც ნახავთ – მარტივად შეიძლება ინფორმაციის მიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა. კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომელმაც ევროკავშირი რუსეთთან მრავალმილიარდიანი სავაჭრო ურთიერთობების გამო გააკრიტიკა.
კახა კალაძის თქმით, ნურავის ჰგონია, რომ საქართველოს ინტერესების დასაცავად ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა.
„ეს ჩვეულებრივი რეალობაა. თქვენ ხომ გახსოვთ, როგორ გვაკრიტიკებდნენ და პირდაპირ გვემუქრებოდნენ, რეზოლუციებს იღებდნენ, მოგვიწოდებდნენ, მივერთებოდით სანქციებს, რითაც ჩვენ უნდა დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ეკონომიკა და ხალხი, ხოლო მათ ამით უნდა ესარგებლათ. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, ყველა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნუ გგონიათ, აქ ჩვენი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად ვიღაც ევროპიდან ან ამერიკიდან ჩამოვა. ყველას თავისი ინტერესი აქვს, ყველა ფიქრობს თავის ქვეყანაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართველებმა, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, ხალხსა და ამ ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.