1763823086
კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
ნუტრიციოლოგი, მამუკა რაშოიანი ბროკოლის სასარგებლო თვისებების შესახებ წერს:
„კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია. გაზარდეთ სახლში ამ მეთოდით.
ყველასთვის ცნობილია, რომ ბროკოლი ძალიან სასარგებლოა. ამ მწვანე ბოსტნეულში ვიტამინი C-ს სამმაგი ნორმა, მაგნიუმი და ბევრი მკვებავი მიკროელემენტია.
მეცნიერებმა კიბოს წამლის ძიების პროცესში, ექსპერიმენტების სენსაციური შედეგები მიიღეს. დამტკიცებულია, რომ მწვანე კომბოსტო სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, ღვიძლის, კუჭის კიბოს წინააღმდეგ კარგად მუშაობს. ადამიანები, რომლებიც კვირაში 1კგ ბროკოლის ჭამენ, ონკოლოგიური დაავადებების რისკი ნაკლებად აღენიშნებათ.
აღმოჩნდა, რომ ბროკოლის თესლები ანტიოქსინდანტური თვისებებით უფრო მეტად ხასიათდება.
ბროკოლის თესლები კიბოს წინააღმდეგ
აშშ-ში, ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბროკოლის თესლებში არის ნივთიერება, რომელიც ადამიანის სხეულიდან ტოქსინებს გამოდევნის. სულ რაღაც 150გრამის მოხმარება დღეში ადამიანებში ორგანიზმის დაბინძურების რისკს შეამცირებს.
ამასთან, აუტიზმით დაავადებულმა ადამიანებმა ბროკოლის მიღებით უკეთესი სოციალური აქტივობა და ვერბალური ურთიერთობა აჩვენეს. სულფორაფანი აუმჯობესებს უჯრედებში ენერგეტიკულ ცვლას და ამსუბუქებს ნეიროანთებით პროცესებს, რაც აუტიზმის სიმპტომებს ამცირებს.
ეს მარტივი და ხელმისაწვდომი პროდუქტი უამრავი დადებითი მახასიათებლით გამოირჩევა:
წმენდს ორგანიზმს.
1.ქოლესტერინის დონეს ამცირებს
2.დიაბეტის სიმპტომებს ამსუბუქებს
3.გრიპის ვირუსს ავლენს
4.ანტიბაქტერიულია
5.ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს
6.იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების მავნებლობისგან
7.იცავს ტვინს ანთებისგან
8.აუმჯობესებს მხედველობას, კანს უფრო ელასტიურს და აახალგაზრდულს ხდის“












