კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
1763844165
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ყველა ევროპელმა პოლიტიკოსმა უპირობოდ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინაში ომის დასრულების 28-პუქნტიან გეგმას. ამის შესახებ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დასავლეთ ევროპელი ლიდერი ცდილობს მის დაბლოკვას. ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მოვალეობაა, სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს რაციონალური და ჰუმანური არჩევანია“, – წერს პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში.
უკრაინაში ომის დასრულების გეგმასთან დაკავშირებით გუშინ ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების, ასევე გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლების მოლაპარაკებები გაიმართა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შვეიცარიის დატოვებამდე განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.