„ექიმმა თქვა, დიპლომს დავხევ თუ ეს ქალი დაორსულდებაო… დღეს ის დედაა!“ - ემბრიოლოგი, ნინო მუსერიძე უნიკალურ შემთხვევაზე საუბრობს

ორსული

ემბრიოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ნინო მუსერიძე გადაცემაში „მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტი“ უნიკალურ სამედიცინო შემთხვევას იხსენებს, როდესაც 2023 წელს დონორი უჯრედების გადანერგვის შედეგად საქართველოში დაიბადა პირველი ბავშვი:

„რთული პაციენტი იყო, ქალსაც პრობლემა ჰქონდა, მამაკაცსაც. ჩვენ გავაკეთეთ დონორი უჯრედების გადანერგვა. გავაკეთეთ უახლესი სამი ინვიტრო განაყოფიერება, დონორი უჯრედები და ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ არაფერი არ გამოგვივაო. ვუთხარი ერთხელ კიდევ ვცადოთ თქო და მისმა ექიმმა მითხრა, რომ დიპლომს დავხევ, თუ ეს ქალი დაორსულდებაო… დღეს ის დედაა. ეს არის უდიდესი ბედნიერება, არ დავნებდებით, დღეს ვარ უბედნიერესი. სადაც წავსულვარ ყველგან ვამბობდი, რომ დონორი უჯრედების გადანერგვის შედეგად საქართველოში 2023 წელს პირველი ბავშვი დაიბადა…“ — იხსენებს ნინო მუსერიძე.