„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ნათურა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბაგა, ქუბრიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხვარიჭამია, ნავდარაანთკარი, ბურიანი, წინამძღვრიანთკარი და მიმდებარე სოფლებში;

14:25-დან 20:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლდანი, მამკოდა, ავჭალა, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.