,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს შუქის გათიშვის შესახებ აფრთხილებს

თელასი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თებერვალს 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს თბილისში: დავით აღმაშენებლის ხეივანში, ხოლო 14:00-დან 16:00 საათამდე - სოფელ გლდანში, მამკოდაში, ლელუბანში, მშრალხევში, თიანეთის გზატკეცილზე.

,,14:00-დან 18:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანანური, ციხისძირი, ცივწყარო, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, ჟინვალი, ბანცური და მიმდებარე სოფლებში. 14:25-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, წილკანი, საგურამო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.