მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1765441480
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 დეკემბერს 10:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიმონიანთხევი, თოლენჯი, ბალებისხევი, მელიასხევი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-იდან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი, სასხორი და მიმდებარე სოფლებში; 13:05-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს ზაჰესში ავჭალის, კობის, სვიმონ შოთაძის, მუხათგვერდის და მიმდებარე ტერიტორიაზე.
„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.