ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგენილია

შუქი

 ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგენილია, განუცხადეს „ქრონიკას“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

გუშინ ღამით ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზებთან დაკავშირებით უწყებამ ინფორმაცია გაავრცელა სადაც წერია , რომ „24 - 25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაო, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებული რეჟიმით მუშაობა, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია. ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები“.