ფოთში სამშობიარო სახლი გაიხსნა

ფოთი

 ფოთში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სამშობიარო სახლი გაიხსნა.

ათწლეულების განმავლობაში ქალაქში სამშობიარო სერვისი არ ფუნქციონირებდა, რის გამოც ადგილობრივ ქალებს მშობიარობისთვის სხვა ქალაქებში უწევდათ გამგზავრება.

განსაკუთრებით რთული იყო გადაუდებელი შემთხვევები, როდესაც დროული სამედიცინო დახმარების მიღება მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული.

ახალი სამშობიარო სახლის ამოქმედებით ფოთისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა, სამშობიარო მომსახურება საკუთარ ქალაქში მიიღოს.

„ჩვენთან ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ ფოთისთვის უნდა გაგვეხსნა სამშობიარო სახლი, რომელიც არ გვქონდა. მივაღწიეთ შეთანხმებას, გავაკეთეთ სამშობიარო. დაგეგმილი გვაქვს და უახლოეს პერიოდში დიალიზის პროგრამაც გვექნება“, - განაცხადა „ქარცივაძის კლინიკის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ზვიად ქარცივაძემ.