რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
გიორგი კეკელიძე გიგა ავალიანის დედაზე, ეკა კუპატაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ეკა კუპატაძეს შევხვდი ერთხელ და ხანგრძლივად. თითქმის მთელი დღე მოგვიხდა მისი შვილის სოფელში ყოფნა.
ეს დრო მეყო, ცხადად დამენახა, როგორ ახერხებდა, ამხელა ტრაგედიით წელში მოხრილი ქალი ამავდროულად ყველაზე გამართული ადამიანი ყოფილიყო დედამიწაზე.
იმ ხალხის ნაწილს კი, ვინც ახლა მის მიმართ ადამიანად ყოფნის ყველა საზღვარი წაშალა, არაერთხელ შევხვედრივარ ოდესღაც და მიხარია, რომ ეს ოდესღაც იყო და არა ახლა და მით უფრო - მომავალშიც არასდროს იქნება“, - წერის გიორგი კეკელიძე.