,,ეგეოსის ავიახაზები" ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით დამატებით რეისს შეასრულებს

ვგ

,,ეგეოსის ავიახაზები", მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით დამატებით რეისს ხუთშაბათობით შეასრულებს.

ფრენები 23 ივლისიდან ყოველდღიურად Airbus A321 ტიპის თანამედროვე ავიახომალდებით შესრულდება, ავიაკომპანია არის "სთარ ალიანსის" წევრი, რომელიც, სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად, მოგზაურებს ქულების დაგროვების სისტემასაც სთავაზობს.