რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
ექიმი ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე წვიმის მოყვარულებისთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
„ადამიანებს, რომლებსაც წვიმის ხმა ძალიან უყვართ და მოსწონთ, სპეციალური სახელი ჰქვიათ - პლუვიოფილები. თუ წვიმის ხმა მოგწონთ, ამას სხეულისთვის ძალიან დადებითი გავლენა აქვს. როცა ადამიანს ეს მონოტონური ხმა ესმის, ასეთ შემთხვევაში ვარდისფერ ხმაურს უწოდებენ, რაც ადამიანის გონებას ამშვიდებს და განსაკუთრებით, სტრესული ჰორმონის, კორტიზოლის შემცველობას. თუ თქვენ დაძაბული დღე გქონდათ, ფანჯარასთან რომ მიხვიდეთ და წვიმის ხმა მოისმინოთ, რამდენიმე წუთით, გონებაზე ისე კარგად იმუშავებს და ისეთ ღრმა ძილს მოგგვრით, ძალიან ბევრ მედიკამენტსაც შეიძლება აჯობოს.
სხვათა შორის, იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე ცხოვრება აქვთ, არიან დეპრესიაში, სტრესში, აწუხებთ უძილობა, ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ, რომ წვიმის ხმის ჩანაწერს მოუსმინონ“, - ამბობს ონკოლოგი ვიდეო მიმართვაში.