1784279625
დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო
თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში, III მიკრორაიონში, N30 კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, კალათბურთის მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და საბავშვო ზონა. ასევე, განთავსდა სამი განსხვავებული ზომისა და დანიშნულების დასასვენებელი პავილიონი და შეიქმნა ძაღლებისთვის განკუთვნილი კინოლოგიური სივრცე.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყო გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა, ხოლო ტერიტორია აღიჭურვა თანამედროვე საპარკო ავეჯით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანების სამუშაოებს - ტერიტორიაზე დაირგო 2 751 ნერგი, რომლის ღირებულება 657 100 ლარს შეადგენს. ასევე, 5 316 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი, რისთვისაც 85 962 ლარი დაიხარჯა.
რეკრეაციული სივრცე ერთ ჰექტარ ფართობზე მოეწყო. პროექტის ღირებულება 2 000 000 ლარს შეადგენს.











