1784279625
მარნეულში შვილმა მამა მოკლა - რა დეტალებია ცნობილი
მარნეულში შვილმა მამა მოკლა. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. როგორც გამოცემა წერს, მკვლელობას წინ უძღოდა კამათი და ურთიერთშელაპარაკება.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო პროცესი. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია და უწყება ოფიციალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.











