დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღეა - ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

იოანე ნათლისმცემელი

7 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. ამ უდიდეს დღესასწაულზე მორწმუნეები ლოცვით მიმართავენ წმინდანს სულიერი სიმტკიცისთვის, მფარველობისა და შენდობისთვის.
 
ლოცვა წმინდა იოანე ნათლისმცემლისადმი

„ყოველთა ნაშობთა უმეტესო, მდგომარენი ლოცვათა შინა მორწმუნეთა კრებულნი, ლმობიერად და ცრემლით შეგივრდებით, ნათლისმცემელო ქრისტესო, მფარველ გვეყავ ჩუენ და მეოხ, რაითა არა წარვწყმდეთ ცოდვათა შინა ჩუენთა, არამედ განგვანათლენ სულითა წმიდითა და აღმადგინენ ჩუენ, დაცემულნი ბოროტითა.ამინ!“