შეიძლება თუ არა გიორგობა დღეს საფლავზე გასვლა
1714931031
ამერიკელი პატრისია კრენტსილი ცნობილია მეტსახელით Tan Mom ანუ "გარუჯული დედიკო". ახალგაზრდა ქალმა სახელი გაითქვა არა მარტო გარუჯვისადმი ფანატიკური დამოკიდებულებით, არამედ 5 წლის ქალიშვილის სოლარიუმში შეყვანისთვის.
როგორც დედამ გამოცემა The Post-ს განუცხადა, სურდა მისი გოგონა ადრეული ასაკიდანვე მიჩვეოდა სოლარიუმს. ამის გამო ქალი 10-წლიან პატიმრობას ძლივს გადაურჩა.
პატრისია წლობით მიილტვოდა არაბუნებრივი ბრინჯაოსფერი კანისკენ. ამიტომ გადაწყვიტა, რომ შვილისთვის საქმე გაეიოლებინა და ადრეული ასაკიდანვე უზრუნველეყო მისი კანის შეფერილობა. ამიტომაც 5 წლის ბავშვი ვერტიკალურ სოლარიუმში მოათავსა. მეორე დღეს გოგონა საბავშვო ბაღში კანის დამწვრობით მივიდა. იარები მთელ სხეულზე აღენიშნებოდა. ამის შემდეგ ოჯახით პოლიცია დაინტერესდა.
პატრისია დღემდე ამტკიცებს, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენია და გოგონას „მხოლოდ უმნიშვნელო დამწვრობა ჰქონდა ზურგზე“. მან მოახერხა სასჯელისთვის თავის დაღწევა და ბავშვზე მეურვეობის უფლებაც არ ჩამოურთმევიათ, რასაც დაჟინებით ითხოვდა ბრალდების მხარე.
რა ლოცვა იკითხება აღდგომიდან ამაღლებამდე
1714935128
შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს
1714762283