მენოპაუზის პირველი ნიშნები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება
1794602994
4 თვის ორსული იყო დედაჩემი, როცა ბებიამ აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა. მოაშორეს ნაყოფი და ამის შემდეგ დედა მონასტერში წავიდა. ორი თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. როგორც გაირკვა - დედას ტყუპი ნაყოფი ჰყოლია. ერთი ნაყოფი გადარჩა, რომელიც ვიყავი მე,- ჰყვება შუშანიკ მანჯიკაშვილი, რომელიც 27 წლის დედამ წმინდა შუშანიკის დღეს მოავლინა ქვეყანას.
დედას უფლება მისცეს მონასტერში, შვილთან ერთად გაეგრძელებინა ცხოვრება.
გარდა მონაზვნების მიმართ მადლიერებისა და შუშანიკი იმ სასწაულზე საუბრობს, რომელიც პირადად მას უკავშირდება.
„4 წლამდე არ ვლაპარაკობდი. დავყავდი დედას ექიმებთან. დამისვეს დიაგნოზი რომ „ვიყავი ყრუ-მუნჯი“. მონასტერში, სადაც ჩვენ ვიყავით - ჭანდარში, არის ერთი ეკლესია „დედა ღვთის ღვთისმშობლის“ ტაძარი. იქ ღვთისმშობლის ფრესკას ჩამოსდის რძე. რადგან ექიმების მხრიდან საშველი აღარ იყო, დამალევინეს ეს რძე და მესამე დღეს დავიწყე ლაპარაკი...
6 წლის რომ გავხდი, სკოლაში უნდა წავსულიყავი და წამომიყვანეს მონასტრიდან. დედამ გააგრძელა მსახურება... 16 წელი იყო მედავითნე და მგალობელი“,- ამბობს შუშანიკი.
მამა 29 წლის ასაკში იპოვა. ბავშვობის წლებში გული წყდებოდა რომ დედისერთა იყო. ახლა კი აღმოაჩინა, რომ სამი ძმა ჰყავს...