„დაგრძელებული ფრჩხილის ქვეშ სოკოსა და ბაქტერიების გამრავლებისთვის კარგი პირობებია" - ეკა კვირკველია ახალი კვლევების შედეგებზე საუბრობს

 ეკა კვირკველია

ექიმი ეკა კვირკველია ახალი კვლევის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც, დაგრძელებული ფრჩხილების ქვეშ განავალთან ასოცირებული ბაქტერიები ძალიან კარგად რჩება:

- იცოდით თუ არა, რომ ახალი კვლევების მიხედვით, გრძელი, დაგრძელებული ფრჩხილების ქვეშ განავალთან ასოცირებული ბაქტერიები ძალიან კარგად რჩება. განსაკუთრებით, გელით ან აკრილით დაგრძელებული ფრჩხილების ქვეშ, ჯიბეები რჩება, რადგან ფრჩხილის ნაწილს სძვრება, უფრო მეტ ჯიბეს აჩენს, რომ ბაქტერიები შიგნით გამრავლდნენ და მათ ამისთვის სივრცეები ჰქონდეთ. ასევე, დაგრძელებული ფრჩხილი ტენიან გარემოს ქმნის. დაგრძელებული ფრჩხილის ქვეშ, სადაც ასევე ტენია და სოკოსა და ბაქტერიების გამრავლებისთვის კარგი პირობებია, კვლევებმა აჩვენა, რომ სრულყოფილად ვერ ხერხდება განავალთან ასოცირებული სხვადასხვა ბაქტერიის მოშორება. თუ ფრჩხილებს იჭამთ, პირის ღრუსა და კუჭ-ნაწლავში რომ მოხვდეს ეს ბაქტერიები, მავნებელია. ან თუ ვულვას იბანთ, შესაძლოა, ვულვასა და საშოში მოხვდეს ეს ბაქტერიები, რაც ასევე სასქესო ორგანოებზე გავრცელებისა და დისკომფორტის წყაროა. 

ჯანდაცვის მუშაკებს ხელის დაბანის დროს, ფრჩხილის დამუშავების წესები გვაქვს. ასევე, ლაქის ან გელ-ლაქის ფრჩხილზე დატოვების კონკრეტული ხანგრძლივობა გვაქვს მითითებული, რათა მასზე მიკრონახეთქები არ გაჩნდეს და ბაქტერიები არ ჩარჩეს და გამრავლდეს.