„დაღუპული ახალგაზრდა დისტრიბუციაში მუშაობდა...“ - სამეგრელოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

დაღუპული

სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი – დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 22 წლის გიორგი ჟორჟოლიანი. მის მანქანაში მყოფი 10 წლის ძმა კი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებული ბავშვი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მას დაზიანებები აქვს სახის არეში და ამ ეტაპზე შესაბამის კვლევებს იტარებს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა, გიორგი ჟორჟოლიანი, ქუთაისიდან იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გიორგი დისტრიბუტორის პოზიციაზე მუშაობდა.