1772995280
„ჩვენი სიყვარული ბედმა დაჩაგრა, მაგრამ ის არასდროს მოკვდება" - ლიკა კუჭუხიძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეზე
გასული წლის 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა, მასთან ერთად მყოფი მისი მეუღლე – 18 წლის ლიკა კუჭუხიძე კი დაშავდა, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდნენ.
ლიკა კუჭუხიძე სოციალურ ქსელში ბაჩოს შესახებ წერს:
„ჩვენი სიყვარული ანგელოზივით წმინდა იყო… უბრალოდ ცხოვრებამ დაგვჩაგრა. შენ ჩემი ყველაზე ლამაზი მოგონება და ყველაზე დიდი ტკივილი ხარ. ახლა როცა ცას ვუყურებ, ვიცი რომ სადღაც იქ ხარ და ისევ ისე მიყურებ, როგორც ამ ფოტოზე. ჩვენი სიყვარული ბედმა დაჩაგრა, მაგრამ ის არასდროს მოკვდება".












