,,ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია" - ნინო სურგულაძე

ნინო სურგულაძე

„ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია, ჩვენი ქვეყანა მისი იდენტობით მხოლოდ
ევროპაშია!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო სურგულაძე წერს.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ.

აქციაზე ამ წუთებში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. 

ცნობისთვის, აღნიშნული კანონპროექტი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა ღიად გააკრიტიკა.