„ჩვენ ვერ გავხდებით ერთი ასაკის, ვეღარ დამეწევი... შენ სულ პატარა ფერია იქნები... “ - გვანცა ბუბაშვილის მეგობრების ემოციები

ბუბაშვილი

 სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაო ამ დრომდე მიმდინარეობს. სამძებრო არეალი გუმათჰესის ტერიტორიამდე აღწევს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ მონაკვეთში მდინარის კალაპოტი შეცვლილია.

კალაპოტებში ნაპოვნია საყოფაცხოვრებო ნივთები, პირადობის მოწმობები, ძვირფასეულობა, რის გამოც იმატებს დაკარგულების პოვნის ალბათობა. სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა, მაშველები კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

შოვის ტრაგედიას შეწირულ, გვანცა ბუბაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნიან

„მეგონა.... მეგონა... მართლა მეგონა საოცრება მოხდებოდა... მართლა მეგონა ვეღარ ვიტირებდი. მართლა მეგონა სასწაული მოხდებოდა და შენ გამოჩნდებოდი... 

ლოგიკა დაჟინებით ამტკიცებდა, ნუ ელი, ეგ მაშინვე დამთავრდაო, მაგრამ აზრი, გონი, სული, გული, სიყვარული, გრძნობა, მონატრება, მოგონება - აი, ამდენი რამ არ ეთანხმებოდა, მაგრამ ისევ ამ "მძიმე" ლოგიკამ გვაჯობა... 

აქ უნდა დავხურო ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილის კარი და ჩავაბარო მოგონებას ის შეგინახავს, ისევ პატარას, ისევ ლამაზს, ისევ თბილს და მოსიყვარულეს. 

ჩვენ ვერ გავხდებით ერთი ასაკის.... ვეღარ დამეწევი... შენ სულ პატარა, სიფრიფანა ფერია იქნები... 

ნუგეში ერთია - ჩვენ ისევ შევხვდებით, ოღონდ სხვაგან, სხვა მოცემულობაში... მხოლოდ დროებით გვაშორებს დრო... და უნდა ავიტანოთ. 

ახლა მხოლოდ ლოდინის დროა... ულმობელი, დაუსრულებელი და თვალებდაჭყეტილი ლოდინის დრო. შენ დარჩი რაჭაში.....შევხვდებით "იმიერ" რაჭაში, ჩემო პატარავ“,- წერენ სოცქსელში. 

ასევე ნახეთ:

„გელით, გვანც!“ - სანდრო ვეფხვაძე შოვში დაკარგულ გოგოს მიმართავს

“მამაკაცის ცხედარი მარჯვენა ხელზე ბეჭდით, რომელსაც შიგნით აწერია ალინა…” - რას წერენ ზაზა მესხზე

“მამაკაცის ცხედარია ნაპოვნი, რომელიც დიდი ალბათობით ზაზა მესხისაა” - რას წერს მესხის ყოფილი მეუღლე

„ქართველი ჟანა დარკი“ - დღეს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის დაბადების დღეა