ჩემი და მარიტას გარდა არავინ იცოდა, ეს იყო საიდუმლო - გიორგი გასვიანი

გასვიანი

გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი პატარა გალასთან ერთად გადაცემას “ჩვენი ოჯახი” სტუმრობდნენ და შვილის შესახებ ისაუბრეს.

გიორგიმ უპასუხა კითხვას, რა შეცვალა გალას დაბადებამ მათთვის:

“თუკი რამე ადამიანების სითბოა ჩვენს ირგვლივ, ეს შეკრიბა და მოზიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გვადევნებს თვალყურს, ქუჩაში მოდიან ფოტოებს იღებენ გალასთან და ისე მიხარია, ძალიან დიდი მადლობა ამ სითბოსთვის. მთელი 9 თვე მუცელში ველაპარაკებოდი, გალას ვეძახდი და ეს არავინ იცოდა, ჩემი და მარიტას გარდა, ეს იყო საიდუმლო, რომელიც მივიტანეთ ბოლო წუთამდე, როცა ის დაიბადა. მისი სახელია გალაკტიონი. ტაბიძე ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მე მქვია გალაკტიონი, რადგან ეს არის ბერძნული სიტყვა და რძის გზა ჰქვია ამას და გალაკტიკის აღმნიშვნელია. თუმცა ქართულად გალაქტიონიც შეიძლება დავუძახოთ”, – ამბობს გიორგი გასვიანი.