ბაზელში ევროვიზიის 69-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

მარიამ შენგელია

ბაზელში ევროვიზიის 69-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად მეათე ნომრად წარდგა. მან შეასრულა სიმღერა სახელწოდებით - Freedom. მეორე ნახევარფინალში სულ 16 ქვეყანა მონაწილეობდა. გამარჯვებულთა ათეული მხოლოდ მაყურებელთა ხმების საფუძველზე გამოვლინდა. ფინალში გადავიდნენ: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი. სამწუხაროდ, საქართველო ფინალში ვერ მოხვდა.

ევროვიზიის 2025 წლის ფინალური ტური 18 მაისს გაიმართება.