1692302192
„ბაღნობაში ჩემი ნაწამები კაცები, სულ გმირები ხდებიან ბოლოს“ - ნათია ფანჯიკიძე ალეკო ელისაშვილზე

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში იმყოფება, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას თავად ავრცელებს.
ალეკოს პოსტის კომენტარებში ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე შემდეგი სახის კომენტარს უწერს:
„ხომ ხედავ, როგორ გამოგადგა წვრთნები და საიდან ხარ ასე გამძლე. ბაღნობაში ჩემი ნაწამები კაცები, სულ გმირები ხდებიან ბოლოს. მშვიდობიანად დაბრუნდი“,- წერს ნათია ფანჯიკიძე კომენტარებში.