პროკურატურამ ლაგოდეხში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ლაგოდეხში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 ივნისს, ლაგოდეხში, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, შემდეგ კი გასაშველებლად მისულ დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა ორი პირის მიმართ) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.