1750863950
ბათუმში, სიმაღლიდან არასრულწლოვანი გოგო გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გოგო გარდაიცვალა, – ინფორმაციას “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მალევე გამოიძახეს, თუმცა მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.