ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ განუხილავს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი არ განუხილავს.

„მე მხოლოდ მისი ამბების გაგება მინდოდა. ჩვენ რთული დრო გვქონდა, მაგრამ ის ძალიან თავაზიანი იყო. მას ამაზე მეტად თავაზიანი ვეღარც იქნებოდა. გამიხარდა მისი ნახვა. ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, ომის შეწყვეტისთვის შესანიშნავი დროა. შესაძლოა, პრეზიდენტ პუტინსაც ვესაუბრო ომის შესაჩერებლად“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ომი უკრაინაში სხვა ომებზე რთულია. პუტინთან ძალიან რთული მდგომარეობაა, და ასევე ზელენსკისთანაც მქონდა გარკვეული პრობლემები“, - განაცხადა ტრამპმა.