1692302192
ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში ის და მისი ქართველი თანამებრძოლები წარმატებით იბრძვიან.
"პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია! დეტალები ჯერ არ ითქმის, მაგრამ ოპერაცია წარმატებული იყო. ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას. მოკლედ ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას. ბრძოლა გამარჯვებამდეა! სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!",- წერს ელისაშვილი.
ცნობისთვის, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, უკრაინის დასაცავად რამდენიმე კვირაა, რაც იბრძვის.