B კატეგორიის გამოცდის მეორე ეტაპზე დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები - მომსახურების სააგენტოს რჩევები მძღოლობის კანდიდატებს

შსს

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მძღოლობის კანდიდატის მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები:

მძღოლობის კანდიდატი შესაბამისი მიმართულებით არ ატრიალებს თავს უხილავი გზის მონაკვეთის (ე.წ. „მკვდარი უბნების“) შესამოწმებლად და არ სარგებლობს ავტომობილის უკუხედვის შიდა და გარე სარკეებით;

ქვეითთა გადასასვლელზე გავლისას, უსაფრთხოების წესების დაუცველობა;

სატრანსპორტო საშუალებასთან სათანადო დისტანციის დაუცველობა;

ნებადართული სიჩქარის გადაჭარბება ან ნებადართულზე მნიშვნელოვნად ნაკლები სიჩქარით მოძრაობა;მიმართულების/მოხვევის შუქ-მაჩვენებლის არასათანადო გამოყენება ან გამოუყენებლობა.