ავარია გორში - არიან დაშავებულები

ლენტა

გორში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სტალინის გამზირზე მოხდა.

ცნობილია, რომ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

✕