ასტროლოგი სურვილების ასრულების ყველაზე მარტივ გზას გვთავაზობს

საფულე

ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე, სურვილების ასრულების მარტივ ხერხს გვთავაზობს. 

„სურვილების ასრულების უამრავი ტექნიკა არსებობს, მე გეტყვით ყველაზე მარტივ გზას იმისთვის, რომ თქვენი თხოვნა სამყარომ სწრაფად შეისმინოს და მოგეცეთ ის, რაც გსურთ და ოცნებობთ:

-გსურთ ბინა?

გაეცი დახმარება მისთვის, ვინც ითხოვს დახმარებას ბინის საყიდლად!

-გსურთ შვილი?

დაეხმარე სხვის შვილებს.

მარტივი კანონებია სამყაროში. იმისათვის რომ მიიღო, ჯერ უნდა გასცე! არაჩვეულებრივ მომღერალს, რომლის ვოკალის მსგავსიც კი არ მეორდება ჩვენს ქვეყანაში- სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა. მეგობრებო, ვისაც რამდენი შეგვიძლია იმით დავუდგეთ გვერდით.

გვახსოვდეს- სამყაროში არაფერი იკარგება. დათესილი სიკეთის მარცვალისთვის, აუცილებლად დაგიბრუნდებათ ნაყოფი!