არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი შავ ჭირთან დაკავშირებით - რას წერს გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომელი, 28 წლის ქალი, შავი ჭირით გარდაიცვალა.

როგორც ფხაკაძე „ფეისბუკში“ წერს, რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე

შავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიის

პნევმონიას“ ასახელებს. მისივე თქმით, „ამჟამად ფართო ეპიდაფეთქების

მტკიცებულება არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის“.

„შავი ჭირი რუსეთში? – ირკუტსკში 28 წლის ლაბორანტი გარდაიცვალა მძიმე პნევმონიით. ის მუშაობდა შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში. მედიის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ ქალი Yersinia pestis-ით დაინფიცირდა. დაახლოებით 200 კონტაქტი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა.

რუსეთის ოფიციალური უწყება ამ ეტაპზე შავ ჭირს არ ადასტურებს და სიკვდილის მიზეზად „უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიას“ ასახელებს.

ამჟამად ფართო ეპიდაფეთქების მტკიცებულება არ არსებობს და პანიკის საფუძველი არ არის. სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

✕