იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს სრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge
„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.
2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე:
· კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი;
· პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;
· სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა;
· საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი;
· მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა;
· საბანკო სამართალი;
· ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი;
· მონაცემთა მეცნიერება;
· iOS დეველოპმენტი;
· მარკეტინგი;
· ტალანტების მოზიდვა და განვითარება;
· ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა.
ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: leaderator.bog.ge