1750017082
ანსამბლ „ბერმუხა“ უხუცესი წევრი, მუჰამედ ირემაძე 104 წლის ასაკში გარდაიცვალა

ანსამბლ „ბერმუხა“ უხუცესი წევრი, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თამარ გუდავა ავრცელებს.
„გარდაიცვალა ჩვენი ბერმუხა, ანსამბლ „ბერმუხას“ უხუცესი წევრი, 104 წლის მუჰამედ ირემაძე. სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, ცეკვა „განდაგანას“ უბადლო შემსრულებელი, ქართული ფოლკლორის და ჩვენი კუთხის კულტურის დიდი ქომაგი. გვემახსოვრებით და მუდამ ვიქნებით თქვენი ღვაწლის დამფასებელი…“ - წერს აჭარაში კულტურის დეპარტამენტის უფროსი.