მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1775678204
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს.
„8-12 აპრილის პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება. მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობები - დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი და სეტყვა. დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება. მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი. შესაძლო საფრთხეები:
- წყალდიდობა-მეწყერული პროცესების განვითარება,ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება,ლოკალური სეტყვა- ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული ზარალი.
რეკომენდაციები:
- მოსახლეობამ და მძღოლებმა გამოიჩინონ სიფრთხილე გადაადგილებისას,ფერმერებმა მიიღონ პრევენციული ზომები მოსავლისა და მეურნეობის დასაცავად, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი წაყინვის გამო, სასურველია მცენარეთა და ცხოველთა დაცვა. გთხოვთ გაითვალისწინოთ: გაფრთხილება არ არის შეშინება, არამედ ინფორმაციის გაზიარება თქვენი უსაფრთხოებისთვის", - წერს ფარტენაძე.