ახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება - რას ამბობს გუგა ქაშიბაძე

გუგა ქაშიბაძე

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

კვლავ რთულია 31 წლის კაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. პაციენტი მკურნალობას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განაგრძობს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა საყურადღებოა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში, მისი მდგომარეობის სტაბილიზაციას ამ ეტაპზე ვახერხებთ. მას სხეულის 83% აქვს დაზიანებული. მდგომარეობა და დიაგნოზი რა თქმა უნდა ძალიან სერიოზულია“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

11 და 3 წლის არასრულწლოვნები კი, რომლებიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობენ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დინამიკაში გაუმჯობესებული პარამეტრების მიუხედავად, ექიმები უწყვეტ მონიტორინგსა და საჭირო მკურნალობას განაგრძობენ.

✕