1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია ამბობს, რომ ადამიანს სამი დაბადების დღე აქვს ცხოვრებაში, რომელსაც შემდეგნაირად განმარტავს:
„ნათლისღება მეორე შობაა. ნათლისღებით ადამიანი იბადება ეკლესიაში.
ადამიანებს სამი დაბადების დღე გვაქვს - პირველი, როცა ჩვენ დედის მუცლიდან ვიბადებით, მეორე - როცა ჩვენ ღვთის წინაშე, ეკლესიის წიაღში ნათლობით ვიბადებით და მესამე და უმთავრესი - როცა ამ ქვეყანას ვტოვებთ.
როცა ჩვენი სული და სხეული ერთმანეთს ეყრება და მარადიულობაში გადავინაცვლებთ. ეს ორი დაბადების დღე უნდა ემსახურებოდეს მესამე დაბადების შეხვედრას - როცა ფიზიკურად, სხეული დავიბადე, სული დავიბადე, ეს ყველაფერი უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ მარადიულ ცხოვრებაში შეხვდე ღმერთს და მის წინაშე წარდგე.“ - ამბობს მამა შალვა კეკელია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში.