ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო სამგორის და ვარკეთილის რაიონებში გაზმომარაგება 9000 აბონენტს შეუწყდა.
„თბილისი ენერჯის“ ცნობით, კახეთის გზატკეცილზე, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 9:00 საათიდან დროებით შეუწყდა:
ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ, კალოუბნის ქ. 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ, ვარკეთილის მე-III მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), III მასივის დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (3 მასივის კვ. 6, კორპ. 9), (3 მასივის კვ. 3 – შპს ,,ენერგო სახლი”), გახოკიძის ქ. 6, შუამთის ქ. 28ა (42ა), ბერიაშვილის ქ. 7ა, შუამთის ქ. ,,ა” და ,,ბ”, ქიზიყის ქ. 3-ში მდებარე კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-ში მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსების, აბაშვილის ქ. 3-13, 3-15, მაისურაძის ქუჩაზე, კახეთის ჩიხში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საზკვების ობიექტებს, მათ შორისაა საცხენისის ქუჩაზე (3 მასივის კვ. 1) მდებარე #210 ბაგა-ბაღი, შუამთის ქ. 20-ში მდებარე საჯარო სკოლა # 108, კახეთის გზატკეცილზე მდებარე მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი, შპს ,,თეგეტა მოტორსი”, კალოუბნის ქ. 34-ში – შპს ,,იფქლი 1”, ქიზიყის ქ. 4-ში შპს ,,KASPIAN KREDO”, შპს ,, მიონზა”, კახეთის ჩიხში – საქართველოს რკინიგზის ფილიალსა და სხვა მცირე, მსხვილი კომერციულ ობიექტებს.
„გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება დღეს, 16 სექტემბერს 15:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათამდე. გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ცხელი ხაზი: +995 32 2404004
სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.