ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
რუსულმა ძალებმა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ალექსანდრ განჯას განცხადებით, იერიშის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაშავდა. მისივე თქმით, რუსებმა მიკროავტობუსზე იერიში მაშინ მიიტანეს, როდესაც ის ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა.
„ნიკოპოლის რაიონში ავტობუსზე მტრის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, შვიდი დაიჭრა“,- განაცხადა ალექსანდრ განჯამ.