„ჩემთვის დედა განსაკუთრებული იყო... მინდა გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით...“ - კახა კალაძემ საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა

კახა კალაძე

თბილისის მთავრობის სხდომა დღეს ემოციურად დაიწყო. დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა და დედის სიყვარულზე ისაუბრა.

„რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა. უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა, გაიზიარა ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი. დედის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის დედა განსაკუთრებული იყო... მინდა გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით. ჩაეხუტეთ, მოეფერეთ...“,- თქვა კახა კალაძემ.